ანონსები
3 ივნის საქართველოს უნივერსიტეტისა და სტუდენტურ კლუბ დიპლომატთა ალიანსის ინიციატივით გაიმართება კონფერენცია მსოფლიოში არსებულ ერთერთ ყველაზე მწვავე თემაზე: „ტერორიზმი რეგიონსა და მსოფლიოში: მიზეზები და საფრთხეები“.
კონფერენციაში მოხსენებით წარსდგებიან როგორც საქართველოს უნივერსიტეტის, ასევე თბილისში მდებარე კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები. ღონისძიებაზე განხილული იქნება ისეთი თემები როგორიცაა: საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ტერორიზმთან ბრძოლაში, კიბერ ტერორიზმი, თავისუფალი სამყაროს პასუხი, მსოფლიო უსაფრთხოება და ა.შ.
კონფერენციას დაესწრებიან და დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები და ლექტორები, ანალიტიკური ორგანიზაციების, სახელმწიფო სექტორისა და ექსპერტთა წრის წარმოომადგენლები.
თარიღი: 03.06.2015
დრო: 12:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, # 519 საკონფერენციო დარბაზი